ზელენსკი: NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დანაშაულები გენოციდად აღიარა, ეს საფუძველია სხვა ორგანიზაციებისთვის

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, აღიაროს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები - გენოციდად, ხოლო რუსეთში ტერორისტული რეჟიმი - „რაშიზმად“ ცნოს, სხვა ორგანიზაციებისთვის კარგ საფუძველს ქმნის. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ფაქტია, უნდა მოხდეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარება, რაშისტული იდეოლოგიის მკაფიო დაგმობა“.

„ეს არის სწორი საფუძველი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც", - აღნიშნა ზელენსკიმ.