ზელენსკი ფრონტის ხაზთან ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი საზღვაო ქვეითების დღის აღსანიშნავად ფრონტის ხაზზე მყოფ საზღვაო ქვეითებს ეწვია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკის სოციალურ  გვერდებმა 23 მაისს გაავრცელეს ინფორმაცია. როგორც ირკვევა, უკრაინის ლიდერი, ვუჰლედარში, მარინკაში იმყოფებოდა.

„ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ოპერაციებისთვის მომზადებული უკრაინელი საზღვაო ქვეითები წარმატებით ასრულებენ რთულ ამოცანებს. ისინი მოტივირებულები, ძლიერები და მამაცები არიან. გმადლობთ ჩვენი სამშობლოს დაცვისთვის!” ნათქვამია პრეზიდენტის ტელეგრამ არხზე განთავსებულ ცნობაში.

უკრაინელი საზღვაო ქვეითების დღე უკრაინაში პროფესიული დღესასწაულის სახით, 2014 წლიდან აღინიშნება.