თურქეთმა რაკეტა TAYFUN-ი მეორედ, წარმატებით გამოსცადა - მედია

თურქეთმა, რიზე-ართვინის აეროპორტის ტერიტორიაზე TAYFUN-ის ბალისტიკური რაკეტის მეორე გამოცდა წარმატებით ჩაატარა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ TRT Haber-ი იუწყება. მედიის თანახმად, რიზეში ჩატარებული სატესტო სროლა მიუთითებს თურქეთის ყველაზე შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემის დანერგვას. რიზე-ართვინის აეროპორტში და მის შემოგარენში უსაფრთხოების მკაცრი ზომები მოქმედებდა. მისივე თანახმად, მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტების სისტემის Tayfun-ის საცდელი სროლა 06:44 საათზე განხორციელდა და მთელი პროცესი შეუფერხებლად განვითარდა.

თავდაცვის მრეწველობის პრეზიდენტის, ისმაილ დემირმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საცდელი გაშვების ამსახველი ფოტოები.

თურქეთმა მის მიერ შემუშავებული რაკეტა 561 კილომეტრის მანძილზე წარმატებით გასულ წელსაც გამოსცადა.

TAYFUN-ი რაკეტების მწარმოებელმა მთავარმა კომპანია Roketsan-მა შეიმუშავა.