შვეიცარიის ბანკმა რუსი და ბელორუსი კლიენტების ანგარიშების გაყინვა დაიწყო - მედია

ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, Euroclear-ის მოთხოვნით, ერთ-ერთმა უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა Julius Baer-მა, თავისი რუსი და ბელორუსიელი კლიენტების საინვესტიციო ანგარიშების გაყინვა დაიწყო. იტყობინება Forbes Russia 23 მაისს.

ბელგიაში დაფუძნებულმა ფინანსურმა კომპანიამ Euroclear-მა, რომელიც სადეპოზიტო მომსახურებას ახორციელებს, ბანკს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების შესრულების მიზნით წარუდგინა მოთხოვნა.

შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქციები დააწესა, თუმცა, G7-მა უსაყვედურა ალპურ ქვეყანას იმის გამო, რომ არ გააკეთა საკმარისი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები თავს არიდებენ სანქციებს. შვეიცარიამ უარყო ბრალდება და აპრილის მონაცემებით, 8,3 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.