უკრაინამ ევროკავშირისგან 1,5 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ კიდევ 1,5 მილიარდი ევრო (დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარი) მიიღო ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, იტყობინება ფინანსთა სამინისტრო 23 მაისს.

ეს 18 მილიარდი ევროს პაკეტის მეოთხე ტრანშია, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში მთელი წლის განმავლობაში ჩაირიცხება.

პროგრამა მიზნად ისახავს უკრაინის დახმარებას ძირითადი საჯარო სერვისების დაფარვას, ასევე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას.

„ევროკავშირის ფინანსური დახმარება არის მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის მიერ აგრესორზე გამარჯვებაში“, - განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერხი მარჩენკომ.