საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარიზი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი გახდეს.
„საფრანგეთი მზად არის უკრაინასთან შეთანხმდეს უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესახებ, რომლებიც საშუალებას მისცემს მას გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი თავი დაიცვას და მომავალი შესაძლო აგრესია თავიდან აიცილოს, როგორც ეს ჩვენმა ლიდერებმა 36-ე ფრანკო-ბრიტანული სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში დაადასტურეს”, - წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Washington Post-ის მიერ, 22 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ NATO-ს საკვანძო წევრებმა წინასწარ მხარი დაუჭირეს ალიანსში გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას კიევის უსაფრთხოების შეთანხმების საფუძველზე.