გერმანიის მთავრობამ განაახლა უკრაინის სამხედრო დახმარების სია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი გადაეცა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
TRML-4D ტიპის რადარს შეუძლია, აღმოაჩინოს და თვალყური ადევნოს სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნეებს 250კმ-მდე რადიუსში.
ასევე კონცენტრირებას ახდენს მცირე, სწრაფ და დაბლა მფრინავ ფრთოსან რაკეტებზე.
რადარის გარდა, გერმანიამ უკრაინას განაღმვის სისტემები, Vector-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები გადასცა.
განახლებულ სია სასაზღვრო და სატვირთო მანქანებსაც მოიცავს.