რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ უკრაინელებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავთ. მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის“ დაწყებულმა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციას“ სულ სხვა შედეგი მოჰყვა იმისგან, რასაც მოსკოვი ელოდა.
პრიგოჟინის თქმით, თუ „სპეცოპერაციის“ დაწყებამდე უკრაინას პირობითად ჰქონდა 500 ტანკი, დღეს აქვს 5 000 და თუ ბრძოლა 20 000-ს ადამიანს შეეძლო, დღეს შეუძლია 400 000-ს.
შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელო, ვიცი, როგორ იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნები. დღეს „ვაგნერი“ არის საუკეთესო არმია მსოფლიოში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ პოლიტიკურად სწორი ვიყო, უნდა ვთქვა, რომ ეს უნდა იყოს რუსული არმია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში“, - აღნიშნა პრიგოჟინმა.
მისი თქმით, უკრაინელები არიან „უაღრესად ორგანიზებულები და მაღალკვალიფიციურები და მათი დაზვერვა უმაღლეს დონეზეა.
„მათ შეუძლიათ ნებისმიერი სამხედრო სისტემა, საბჭოთა თუ ნატო-სი, თანაბარი წარმატებით მართონ“, - აღნიშნა ევგენი პროგოჟინმა.