ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის სასამართლომ 5 თვეში სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების 1053 საქმე განიხილა, რაც 2022 წლის მონაცემებს აღემატება

აგრესორი სახელმწიფოს სასამართლოს მონაცემებით, 2023 წლის ხუთ თვეში რუსეთის სამხედრო სასამართლოებმა განიხილეს სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების 1053 საქმე, რაც 2022 წლის მთლიან მონაცემებზე მეტია.

დამნაშავედ აღიარებულთა უმრავლესობას პირობითი სასჯელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ისინი უკრაინაში საომრად მოხვდნენ.

„დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების სარწმუნო კვლევა ვარაუდობს, რომ 2023 წლის იანვრიდან მაისამდე, რუსეთის  სასამართლოებმა განიხილეს 1053 პერსონალის გამოუცხადებლობის საქმე (AWOL) - მეტი, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში“, - დაზვერვის ცნობებში.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსეთის არმია უკრაინაში ოპერაციების განმავლობაში იბრძოდა თავის რიგებში დისციპლინის გასაძლიერებლად, მაგრამ მისი პრობლემები დიდი ალბათობით, 2022 წლის ოქტომბრიდან, რეზერვისტების იძულებითი მობილიზაციის შემდეგ  გაუარესდა.