უკრაინული მედიის ცნობით, ყირიმის (ქერჩის) ხიდზე დაკვამლიანებაა. რუსული მხარის განცხადებით, მიზეზი წვრთნებია.
„ყირიმის ხიდი წვრთნების გამო დაკეტილია“, - აღნიშნა რუსეთის მიერ დანიშნულმა „ყირიმის რესპუბლიკის“ ე.წ ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა.
პროპაგანდისტებმა განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა 11:00 საათზე აღდგა. წვრთნა დასრულდა და კვამლი აღარ არის.
უკრაინულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.