BBC: უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლა გადაწყვიტა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ხმა მისცა ახალ კალენდარზე გადასვლას. მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ახალ კალენდარზე საბოლოოდ გადასვლის შესახებ ოფიციალურ გადაწყვეტილებას 27 ივლისს, საეკლესიო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში, ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე მიიღებენ. თუმცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ ახალ კალენდარზე უკვე პირველი სექტემბრიდან გადავლენ.

ეკლესიის განცხადებით, მიუხედავად სინოდის 24 მაისის გადაწყვეტილებისა, მრევლსა და მონასტრებს ძველი კალენდრის გამოყენება შეუძლიათ.