Reuters-ის ცნობით, კიევი რუსეთის მიერ ბავშვების გატაცებაში ბელორუსის როლს იძიებს.
ამის შესახებ სააგენტოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.
Reuters-ს მოჰყავს დევნილი ბელორუსიელი ოპოზიციის წევრების მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ 2150 უკრაინელი ბავშვი, მათ შორის 6-დან 15 წლამდე ობლები, იძულებით გადაიყვანეს ბელორუსის ტერიტორიაზე დასასვენებელ ბანაკებსა და სანატორიუმებში.
ანგარიშში, ლუკაშენკოს ბრალად ედება უკრაინელი ობლების იძულებით გადაყვანა ბელორუსის ტერიტორიაზე, რაც დამტკიცების შემთხვევაში, მისი მხრიდან ომის დანაშაულებში ჩართვაზე მიუთითებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 27 აპრილს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც, ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში პოტენციურ თანამონაწილედ აღიარა.
2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
უკრაინის ეროვნული მონაცემთა ბაზის თანახმად, 19 000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს რუსეთში, ხოლო ათასობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.