აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 285 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და შესაბამისი აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვის დამტკიცების გადაწყვეტილება დაამტკიცა.
სისტემის შესყიდვის მოთხოვნა უკრაინის მთავრობამ შეიტანა. გარდა ამისა, საუბარია აღჭურვილობის შეძენაზე, მათ შორის GPS მიმღებების, ხელსაწყოების, გენერატორების, სათადარიგო ნაწილების, ლოგისტიკასა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერასთან დაკავშირებული ელემენტების შეძენაზე.
„უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება თავისი შესაძლებლობების გაზრდა რუსული სარაკეტო დარტყმებისა და ავიაციისგან თავის დასაცავად. ამ შესაძლებლობის მოპოვება და ეფექტიანი განლაგება გააძლიერებს უკრაინის უნარს, დაიცვას თავისი ხალხი და დაიცვას კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურა", - წერია უსაფრთხოების სააგენტოს დოკუმენტში.