სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო ძალები, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
წვრთნები სეულსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო ალიანსის დამყარებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად დაიგეგმა.
წლევანდელ წვრთნებში ჩაერთვებიან მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავები, საბრძოლო ვერტმფრენები, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და სხვა იარაღი სამხრეთ კორეიდან და შეერთებული შტატებიდან. დაზუსტებული არ არის, რამდენი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას წვრთნებში.
ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რპმ საკუთარ ზღურბლთან ასეთ მტრულ ქმედებას არ დაუშვებს.