პოლონეთის სეიმი ხუთშაბათს, 25 მაისს, ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებები მას საშუალებას მისცემს, გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია მოახდინოს.
პოლონეთის მთავრობას სურს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, კონსტიტუცია შეცვალოს - ზომებს შორის, რომლებსაც ის დანერგავს, ასევე შედის გადასახადის დაწესება იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ბიზნესს რუსეთში აწარმოებენ.
საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარტიამ - კანონი და სამართლიანობა (PiS) წარადგინა.
ცვლილებების პროექტი ასევე ეხება პოლონეთის არმიის დაფინანსებას.
პოლონეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ დისკუსია მარტიდან მიმდინარეობს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავეცკიმ ოპოზიციას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ოპოზიციის აზრით, რუსული ქონების ჩამორთმევისთვის საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებელი არ არის. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსული აქტივების წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება შესაძლებელია.
პარტიამ „კანონმა და სამართლიანობამ“ კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი ოფიციალურად 7 აპრილს წარადგინა.
მთავრობა აპირებს, რომ ჩამორთმეული ქონების გამოყენება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გამოიყენოს.