რუსეთის და ბელორუსის თავდაცვის მინისტრებმა შოიგუმ ხელი მოაწერეს დოკუმენტს ბელორუსში რუსული არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დოკუმენტი მხარეებმა მინსკში გააფორმეს.
შოიგუს თქმით, ამ იარაღზე კონტროლი რუსეთზე რჩება, ისევე როგორც გადაწყვეტილება მათი გამოყენების შესახებ.
მანამდე, პუტინმა განაცხადა, რომ პირველ ივლისამდე ბელორუსში აშენდებოდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის საწყობი.