უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ და სამხრეთ კორეის მიწის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს უკრაინის რეკონსტრუქციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე Facebook-ზე ავრცელებს.
ხუთწლიანი მემორანდუმი მიზნად ისახავს კორეის რესპუბლიკის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერებას ტერიტორიის ყოვლისმომცველი დაგეგმარების, ურბანული დაგეგმარების, ტრანსპორტის (რკინიგზის, ავტომაგისტრალების და აეროპორტების) და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.