კანადა და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, აღადგინონ სრული დიპლომატიური კავშირები და დანიშნონ ახალი ელჩები. ამის შესახებ ორი ქვეყნის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა.
გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც, მუჰამედ ბინ სალმანსა და ქვეყნის პრემიერ, ჯასტინ ტრუდოს შორის მოლაპარაკებებს მოჰყვა.
2018 წლის დაპირისპირება თარიღდება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობამდე, რაც კანადამ და დასავლეთის ყველა ქვეყანამ დაგმეს.
ქვეყებს შორის დავა დაიწყო მას შემდეგ, რაც კანადის საელჩომ რიადში გამოაქვეყნა „ტვიტი“ არაბულ ენაზე, რომლითაც ქალთა უფლებების დამცველების გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.