უკრაინაში რუსული ტყვეობიდან რვა ოფიცერი, 98 ჯარისკაცი და სერჟანტი დაბრუნდა. ისინი ბახმუტის მიმართულებაზე იბრძოდნენ.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა.
პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის თქმით, რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებულთა შორის ბევრი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
საერთო ჯამში, ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინაში უკვე დაბრუნდა 2430 ადამიანი. მათ შორის - 139 მშვიდობიანი მოქალაქე.