ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში უკვე დაწყებულია რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანა.
ლუკაშენკომ ხუთშაბათს მოსკოვში უმაღლესი ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის მსვლელობისას გააკეთა კომენტარი.
„უკვე მღებულია გადაწყვეტილება იმის განსავითარებლად, რაზეც ზეპირი შეთანხმება უკვე მღებულია. ჩვენ გვჭირდებოდა ადგილების მომზადება, საცავის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გავაკეთეთ, ასე რომ... დაიწყო ბირთვული იარაღის გადაადგილება", - განაცხადა ლუკაშენკომ.
კითხვაზე, არის თუ არა რუსეთის ფედერაციის ბირთვული იარაღი ბელორუსში, ლუკაშენკომ უპასუხა: „შესაძლებელია, ჩავალ და ვნახავ".