ფინეთი უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

ფინეთის მთავრობამ უკრაინისთვის 116,8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. პაკეტში, სხვა აღჭურვილობასთან ერთად, საზენიტო სისტემები და საბრძოლო მასალა შედის.

სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ფინეთმა უკრაინას 1,1 მილიარდი ევროს (1,2 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარება გაუწია.