აშშ-ის შეფასებით, ბელორუსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმება რუსეთის უპასუხისმგებლო ქცევის მაგალითია

აშშ მკაცრად გმობს ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოსკოვსა და მინსკს შორის მიღწეულ შეთანხმებას. სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ეს არის უპასუხისმგებლო ქმედების მაგალითი რუსეთის მხრიდან.

სპიკერ მეთიუ მილერის თქმით, ასეთი იარაღის გამოყენება მძიმე შედეგებს გამოიწვევს, თუმცა არ არსებობს ამ დროისთვის რაიმე მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება.