ესპანეთი უკრაინას Leopard 2 ტიპის კიდევ 4 ტანკს გადასცემს.
ამასთან, ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის განცხადებით, ესპანეთში უკრაინელი სამხედროების მომზადების კუთხით კარგი პროგრესი არსებობს და დღეის მდგომარეობით სწავლება 1500 ადამიანს ჩაუტარდა“.
შესაბამისი ინფორმაცია რობლესმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა.
„რობლესმა ესპანეთის მარაგების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინას კიდევ ოთხი Leopard 2A4 საბრძოლო ტანკი და M-113 TOA ტიპის ქვეითთა მანქანების ახალი პარტია მიეწოდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთში უკრაინელი სამხედროების მომზადების კუთხით კარგი პროგრესი არსებობს და დღეის მდგომარეობით სწავლება 1500 ადამიანს ჩაუტარდა“, - აღნიშნულია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.