რუსეთის ქალაქ კრასნოდარის ცენტრში აფეთქება მოხდა - მედია

აფეთქებების ხმა რუსეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ კრასნოდარის ცენტრში, 26 მაისს, გამთენიისას ისმოდა. იტყობინება ადგილობრივი ტელეგრამ არხი "ბაზა". მისივე თანახმად, კრასნოდარში საჰაერო თავდაცვის სისტემა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შემდეგ ამოქმედდა.

კრასნოდარის მერის, ევგენი ნაუმოვის ინფორმაციით, დაზიანებულია საოფისე შენობა და საცხოვრებელი სახლი.

ქალაქი კრასნოდარი რუსეთის კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. რეგიონი ანექსირებულ ყირიმს ესაზღვრება.

გახშირდა ცნობები რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების შესახებ, მათ შორის, განსაკუთრებით, რუსეთის ბელგოროდის ოლქში.