ვაშინგტონის მერიის ინიციატივით, 26 მაისი ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

ვაშინგტონის მერიის ინიციატივით, 26 მაისი ვაშინგტონში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ.

ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, დავით ზალკალიანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ფრედერიკ დუგლასის სახელობის მემორიალური ხიდი საქართველოს დროშის ფერბში განათდა.

ზალკალიანის შეფასებით, ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რაც ქვეყნებს შორის მეგობრულ და პარტნიორი ურთიერთობის გამოვლინებაა.

„მიუხედავად დღევანდელი გამოწვევებისა, მჯერა ჩვენი ქვეყნის და რეგიონის ნათელი მომავლის“, - აღნიშნა ზალკალიანმა.