NYT: უკრაინელმა ჯარისკაცებმა გერმანიაში, Abrams-ის ტიპის ტანკებზე წვრთნები დაიწყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გერმანიაში ამერიკულ M1 Abrams ტიპის ტანკებზე მომზადება დაიწყო. წერს New York Times-ი პენტაგონის ოფიციალურ წარმომადგენელზე, გარონ გარნზე დაყრდნობით.

ამერიკული გამოცემის ცნობით, 12 მაისს შეერთებულმა შტატებმა გერმანიაში უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაბამისი მომზადებისთვის 31 ტანკი განათავსა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა 400 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადება დაიწყეს.

პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს ტანკების მართვისა და ტექმომსახურების გაწევის შესწავლის მიზნით ამზადებენ.