კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ, ქალაქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ სააგენტო Nexta იუწყება.
მისი ინფორმაციით, შეტევა რამდენიმე ტალღად განვითარდა და საჰაერო თავდასხმა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლთა რაოდენობა ზუსტდება. იმავდროულად, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ღამით, 52 დრონი ჩამოაგდეს.