ავსტრია უკრაინის განაღმვისთვის $2,2 მილიონს გამოყოფს

ავსტრიის მთავრობის განცხადებით, ავსტრია უკრაინას განაღმვისთვის $2,2 მილიონს გამოუყოფს. უკრაინული მედიის ცნობით, ეს სიახლე მოჰყვა საჯარო უთანხმოებას ავსტრიის მთავრობასა და ავსტრიის პრეზიდენტს, ალექსანდრე ვან დერ ბელენს შორის ამ თვის დასაწყისში იმის შესახებ, უნდა უზრუნველყოს თუ არა ავსტრიამ დახმარება ავსტრიის სამხედრო ნეიტრალიტეტის პოზიციის გათვალისწინებით.

განცხადებაში ავსტრიის მთავრობამ აღნიშნა, რომ „ფაქტი რჩება, რომ არცერთი ავსტრიელი ჯარისკაცი არ დადგამს ფეხს უკრაინის მიწაზე ნაღმების გასაწმენდად, ვიდრე ის ომის ზონაა.

„ჩვენ ვეხმარებით მათ ფინანსური მხარდაჭერით", - წერია გაცხადებაში უკრაინული მედიის ცნობით.