იაპონია უკრაინის აღდგენის კონფერენციას უმასპინძლებს

უკრაინისა და იაპონიის მთავრობები იაპონიაში უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციის მეორე რაუნდის გამართვას განიხილავენ.

უკრაინის ელჩმა იაპონიაში სერხი კორსუნსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს უკეთესი და საფუძვლიანი რეკონსტრუქციის გამოცდილება, ვიდრე იაპონიას.

როგორც ცნობილია, უკრაინის აღდგენის კონფერენცია ივნისში, ჯერ ლონდონში გაიმართება. ის ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე უკრაინის ეკონომიკურ- სოციალურ სტაბილიზაციასა და ომის შედეგების შემდგომ დაძლევაზე.