კიევზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა, რადგან მისი თქმით, ყოველი ჩამოგდებული ობიექტი სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს.
„უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს საჰაერო თავდასხმის განგაში ადამიანთა უმეტესობასთან შედარები, განსხვავებულად გესმით. თქვენ აკონტროლებთ სიტუაციას, რათა გაანადგუროთ მტრის რაკეტები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები და დრონები. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩამოაგდებთ მტრის თვითმფრინავებსა და რაკეტებს, თქვენ გადაარჩენთ ადამიანების სიცოცხლეს ", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ მაშველებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მტრის თავდასხმის შედეგების აღმოფხვრაში.
ზელენსკიმ ასევე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც საჰაერო თავდაცვის ძალების და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მუშაობას ასახავს.