რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ სენატორი ლინდსი გრეჰემი ძებნილად გამოაცხადა.
სენატორი გრეჰემი გასულ კვირას იმყოფებოდა კიევში. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
მოსკოვმა ამერიკელი სენატორი რუსების მკვლელობის შექებაში დაადანაშაულა.
26 მაისს, სენატორი ლინდსი გრემი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მისი ოფისის მიერ გამოქვეყნებულ, დამონტაჟებულ ვიდეოზე დაყრდნობით, რუსული მედიით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, გრემმა განაცხადა, რომ რუსების სიკვდილი ამერიკის საუკეთესო ინვესტიციაა.
სენატორ ლინდსი გრეჰემს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე არ უთქვამს, რომ რუსების სიკვდილი იყო „საუკეთესო რამ, „რაშიც ჩვენ დავხარჯეთ ფული“. ვიდეო დამონტაჟებულია, წერს Reuters-ი.