ჩრდილოეთ კორეის მიერ თანამგზავრის გაშვების გამო, იაპონიამ ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა.
იაპონა მზადაა, ჩამოაგდოს ნებისმიერი ჭურვი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ნებისმიერი რაკეტის გაშვება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სერიოზული დარღვევა იქნება.
მედიის თანახმად, ოფიციალურმა ფხენიანმა სამხედრო საჯაშუშო თანამგზავრზე მუშაობა დაასრულა და მისი გაშვება 31 მაისიდან 11 ივნისამდე იგეგმება.