პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარებას კომენდანტის საათის პირობებშიც შესაძლებელს ხდის

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მოსკოვის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მიმდინარე წელს არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

პუტინს კომენდანტის საათი ჰქონდა გამოცხადებული უკრაინის ოთხი რეგიონის ტერიტორიათა ნაწილზე, უწინდელი კანონით, კი ამგვარ ვითარებაში არჩევნების ჩატარება იკრძალებოდა.

ახალი კანონი არჩევნების გამართვას შესაძლებელს ხდის კომენდანტის საათის პირობებშიც, თავდაცვისა და უშიშროების ორგანოთა თანხმობის საფუძველზე.