უკრაინის უმაღლესმა რადამ ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ დარგობრივი სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) დაწესებასთან დაკავშირებით, ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება დაამტკიცა.
სანქციები, სხვა შეზღუდვებთან ერთად, მოიცავს სრულ აკრძალვას ირანთან ვაჭრობაზე, ინვესტიციებსა და ტექნოლოგიების გადაცემაზე. შეზღუდვები კრძალავს ირანის ტრანზიტს უკრაინის ტერიტორიაზე, ისევე, როგორც უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენებას და აღკვეთს ირანული ქონების გატანას უკრაინიდან.
კიევი თეირანს მოსკოვისთვის სამხედრო დრონების მიწოდებაში ადანაშაულებს, რასაც თეირანი უარყოფს.