უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დანიის პარლამენტს და მთავრობას გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმად უკრაინის სპეციალური საინვესტიციო ფონდის დაფინანსება 2,6 მილიარდი დოლარით უნდა გაიზარდოს.
Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.
„მადლობელი ვართ დანიის მთავრობის, დანიელი ხალხის იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკრაინის ფონდის დაფინანსება 2,6 მილიარდი დოლარით გაიზრდება“, - დაწერა ზელენსკიმ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი წვლილი კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში.
„ჩვენი ძალა ერთობაშია!" აღნიშნა ზელენსკიმ.