პოლონეთი პირველი ივნისიდან ბელორუსთან საზღვარს კეტავს რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებული სატვირთო მანქანებისთვის. შესაბამის განკარგულებას პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ ხელი უკვე მოაწერა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„პოლონეთი პირველი ივნისიდან შეაჩერებს სატვირთო მიმოსვლას რუსეთსა და ბელორუსში რეგისტრირებული ტრაილერებისთვის, რომლებიც ცდილობენ ბელორუსის საზღვრის გადაკვეთას“, - ციტირებს მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას.
უფრო ადრე, ვარშავამ 365 ბელორუსიელ ფიზიკურ პირს, მათ შორის 150-ზე მეტ დეპუტატს სანქციები დაუწესა.
პოლონური მხარის განმარტებით, ისინი მხარს უჭერდნენ ბელორუსის რეჟიმს, რეპრესიულ პოლიტიკას, მინსკში ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
გადაწყვეტილება ვარშავამ პოლონელ-ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის, ლუკაშენკოს კრიტიკოსის, ანჟეი პოჩობუტის დაპატიმრების საპასუხოდ მიიღო. ბელორუსის სასამართლომ მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.