უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერს და სატელეფონო საუბრის მთავარ მიმართულელებს გაუსვა ხაზი.
„მე ხაზი გავსვი თურქეთის პრეზიდენტის პირად როლს მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებაში, რომელიც გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. უკრაინისა და თურქეთის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ეფექტიანად უწყობს ხელს ჩვენი ხალხების კეთილდღეობას და საერთაშორისო სტაბილურობას. ჩვენ გავაგრძელებთ მის შემდგომ განვითარებას და ერთობლივ მუშაობას რეგიონის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად!“ - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.