ვირჩევდი, იდეალურ სცენარზე მესაუბრა საქართველოს კონტექსტში, როგორ გადაგვეჭრა ოკუპაციის საკითხი, რაზეც არავინ საუბრობდა ადრე. 2008 წლის ომის შემდეგ საკმაოდ იმედგამაცრუებელი იყო, რომ სანქციები არ იყო დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ქართველის, მთავრობის საბოლოო მიზანია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით.
„მინდა, ვისაუბრო საქართველოს ვითარებაზე, რადგან ჩვენ, ყველას პტივს ვცემთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. გვინდა, ძალიან მალე აღდგეს მშვიდობა, მაგრამ მინდა, ჯერ ჩემს ქვეყანაზე ვისაუბრო. მესმის თქვენი კითხვა, მესმის თქვენი აზრი, ფიქრები უკრაინაზე და ყველას აზრი მესმის, მაგრამ ჩვენ ჯერ საკუთარი თავის ინტერესები გვაქვს. რუსეთის ჯარი გვყავს ჩვენს ტერიტორიაზე, ამიტომ ვირჩევდი, იდეალურ სცენარზე მესაუბრა საქართველოს კონტექსტში, როგორ გადაგვეჭრა ეს პრობლემა, ოკუპაციის საკითხი, რაზეც არავინ არ საუბრობდა ადრე და 2008 წლის ომის შემდეგ, მგონი, საკმაოდ იმედგამაცრუებელი იყო, რომ სანქციები არ იყო დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ. ყველამ გააგრძელა რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ბიზნესის წარმოება. ამიტომ, ჩემი საბოლოო მიზანი, ყველა ქართველის საბოლოო მიზანი და ჩვენი მთავრობის საბოლოო მიზანია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.