რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა აზოვის ზღვის და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ უკრაინასთან 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დენონსაციას.
განმარტებითი ბარათის თანახმად, „რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მიღებით შეიქმნა კარდინალურად ახალი სიტუაცია და ქერჩის სრუტის და აზოვის ზღვის სანაპიროები ამიერიდან მხოლოდ რუსეთს ეკუთვნის“.
შესაბამისი კანონპროექტი პრეზიდენტმა პუტინმა დუმას 24 მაისს წარუდგინა.
რუსეთმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები თავის ტერიტორიად გამოაცხადა 2022 წლის სექტემბერში, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.