უკრაინამ გერმანულ კომპანიას 300 სადაზვერვო თვითმფრინავი შეუკვეთა

გერმანია უკრაინას 300 „ვექტორის“ ტიპის თვითმფრინავს მიაწვდის. 

გერმანიის Quantum-Systems-მა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსგან 300 დამატებითი Vector-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავის შეკვეთა მიიღო.

თვითმფრინავები უკრაინას მიეწოდება გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ასეთი თვითმფრინავების ეს უკვე მესამე შეკვეთაა.