გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ.
სტრუქტურული ინჟინრები ტაძარში დილიდან იმყოფებიან. ისინი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად მონასტერში არსებული მდგომარეობის პირველად დაკვირვებას ახდენენ, რის შემდეგაც სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიგეგმება.
"ჩატარადა გელათის რეაბილიტაციის პროექტი და გაჟღერდა, რომ ჩამოდიოდნენ იტალიელი სპეციალისტები, სხვადასხვა მიმართულებით. ესენი არიან გამოცდილები. ჩვენი მიდგომაა, იყოს უმაღლესი ევროპული გამოცდილება და გელათი ამას იმსახურებს. ეს ადამიანები არ მუშაობენ ფურცლებიდან, ამათთვის მთავარია, ადგილზე გაცნობა, ამიტომ იმყოფებიან. დღეს ხდება გაცნობა, გადაეცემათ ნახაზები და ამის მიხედვით დაწერენ დასკვნას. ამ ეტაპზე ძეგლში წყლის ჩადინება შეჩერებულია. რაც შეეხება პროექტს, ძეგლი უნდა მოექცეს ერთიან გადახურვაში, მოშორდება დუღაბი რაც აქვს, დაიწყება შრობა. დღეს რაც ხდება, არის ის, რომ მდგომარეობა არის მძიმე. დაზიანებულია ფრესკის ნაწილები და საჭიროებს მიდგომებს. პრობლემებს გადავლახავთ, ჩვენ მოგვყავს ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტები", - განაცხადა დავით გარეჯის მღვდელმსახურმა მამა კირიონმა.