ზელენსკის თქმით, უკრაინა კონტრშეტევის დასაწყებად მზადაა

უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევის დასაწყებად მზადაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-თან განაცხადა.

მას მტკიცედ სჯერა, რომ უკრაინა წარმატებას მიაღწევს.

"არ ვიცი, რამდენი ხანი დაგვჭირდება, მაგრამ ვაპირებთ ამის გაკეთებას და მზად ვართ”, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.