სადაზვერვო დრონების გერმანმა მწარმოებელმა, Quantum Systems-მა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების შესანარჩუნებლად და ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, უკრაინაში ცენტრი გახნსა.
ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა.
ცენტრი ხელს შეუწყობს უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების მომზადებას, სათადარიგო ნაწილების შესყიდვასა და სარემონტო მომსახურებას.
მაისის ბოლოს, უკრაინამ კომპანიას Vector-ის ტიპის 300 სადაზვერვო თვითმფრინავი შეუკვეთა.