რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის ფიცი დადო.
შესაბამისი ცერემონია პარლამენტში გაიმართა.
სააგენტო Anadolu-ს ცნობით, მოგვიანებით, საპრეზიდენტო კომპლექსში გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომელსაც 81 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები, მათ შორის 50 სახელმწიფოს მეთაური, 13 პრემიერ-მინისტრი, ასევე, პარლამენტის და მინისტრების დონეზე წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის NATO-ს წარმომადგენლები დაესწრებიან. თურქეთში იმყოფება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.
თურქეთის პრეზიდენტი ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას შაბათს გამოაცხადებს.
ოფიციალური შედეგების მიხედვით, ერდოღანმა არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ხმების 52,18%-ით, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ 47,82% მიიღო.