მიუხედავად მისი დაპატიმრების საერთაშორისო ორდერისა, რუსეთის პრეზიდენტი,
ვლადიმირ პუტინი სამხრეთ აფრიკაში სამიტზე მიიწვიეს.
მიწვევა გაეგზავნა BRICS-ის სახელით ცნობილი ჯგუფის სახელმწიფოების მეთაურებს - კერძოდ, ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებს.
BRICS-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას, სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნალედი პანდორმა განაცხადა, რომ სამიტი იოჰანესბურგში, 22-დან 24 აგვისტომდე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ჰააგაში, მარტში, პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პეროდულად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პუტინის დაკავების თავიდან აცილების მიზნით, სამხრეთ აფრიკის ლიდერები რუსეთთან მოლაპარაკებებს მართავდნენ. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ სამრეთ აფრიკა აპირებდა სასამართლოს იურისდიქციიდან გასვლას, თუმცა იოჰანესბურგმა ეს ცნობა უარყო.