იაპონია, აშშ და ავსტრალია F-35-ის გამოყენებით ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

იაპონია, აშშ და ავსტრალია შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნები, მათ შორის საჰაერო ძალების წვრთნები F-35 გამანადგურებლების გამოყენებით. 

სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს სინგაპურში, აზიის უსაფრთხოების მე-20 საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) სტრატეგიული კვლევების სამიტის დროს შეხვდნენ. 

მათი ერთობლივი განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი წვრთნების მასშტაბის გაფართოებაზე. 

კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე ავსტრალიაში, რომელშიც მონაწილეობას F-35-ები მიიღებენ. 

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სამი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებმა მოლაპარაკებების დროს სერიოზული შეშფოთება გამოხატეს სამხრეთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში არსებული ვითარების გამო.

მინისტრებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მზარდი უსაფრთხოების გარემოს გამო. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ დესტაბილიზაციას და იძულებით ცალმხრივ ქმედებებს, რამაც შეიძლება, ესკალაცია გამოიწვიოს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში.

მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილი ვითარების გამო. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, შეცვალონ სტატუს კვო ძალის გამოყენებით ან იძულებით და ქმედებებს, რამაც შეიძლება, გაზარდოს დაძაბულობა რეგიონში.

მხარეები კატეგორიულად აპროტესტებენ ჩინეთის პრეტენზიებსა და ქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას.