თურქეთის საგარეო უწყებას დაზვერვის ყოფილი უფროსი ჩაიბარებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ჰაკან ფიდანი დაიკავებს.

ჰაკან ფიდანი თურქეთის დაზვერვის სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. მ

ჰაკან ფიდანი ყოფილი სამხედროა და ფლობს დოქტორის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობდა.

გარდა ამისა, თურქეთის თავდაცვის უწყება გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა იასარ გულერმა ჩაიბარა, რომელმაც ჰულუსი აკარი შეცვალა. 

იასარ გულერი ხელმძღვანელობდა თურქეთის ოპერაციას სირიაში და აკონტროლებდა შემდგომ სამხედრო ოპერაციას ერაყში.

ერდოღანმა ახალი კაბინეტის წარდგენისას საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი ყოფილი ბანკირი, მეჰმეთ სიმსეკი ხაზინისა და ფინანსთა მინისტრად დაასახელა.

მეჰემეთ სიმსეკი ფინანსთა მინისტრად 2009-2015 წლებშიც მუშაობდა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი პგანვითარების ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ჯევდეთ ილმაზი იქნება.

ილმაზი 2020 წლის ნოემბრიდან თურქეთის პარლამენტის დაგეგმვისა და ბიუჯეტის კომისიის თავმჯდომარეა.