უკრაინა NATO-ს ინტერესებისთვის იბრძვის, ამიტომ მან დაიმსახურა ალიანსში გაწევრიანება მოკლე გზით, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
„მაშინაც კი, თუ უკრაინა დღეს არ არის ნატო-ს ნაწილი, ის იბრძვის მისი ინტერესებისთვის, იმ გაგებით, რომ იცავს სასტიკი რუსული ძალისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის ნატო-ს ბევრ ქვეყანას“, - აღნიშნა მორავიეცკიმ.
- პოლონეთი NATO-ში უკრაინის შედარებით სწრაფ გაწევრიანებას ემხრობა - მორავეცკი
- უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია - სუნაკი