რომის პაპის დესპანი უკრაინაში მიემგზავრება

რომის პაპის დესპანი კარდინალი მატეო ზუპი სამშვიდობო მისიით კიევში ჩადის. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ვატიკანმა მოკლე განცხადება გამოაქვეყნა.

მატეო ზუპი კიევს 5-6 ივნისს ეწვევა.

67 წლის ზუპიმ გასულ თვეში განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მისი როლი არ ითვალისწინებდა შუამავლობას ამ სიტყვის უხეში გაგებით, მაგრამ მზადაა, „გააკეთოს ყველაფერი" დაძაბულობის შესამსუბუქებლად.