უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის, უკრაინას საკმარისი იარაღი აქვს.
კულებამ აღნიშნა, რომ კონტრშეტევა უკრაინას გამარჯვებას მოუტანს, რომელიც მას NATO-ში გასაწევრიანებლად სჭირდება.
როგორც მედია წერს, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს არ უთქვამს, დაიწყო თუ არა მისმა ქვეყანამ კონტრშეტევა.
დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ალბათ მხოლოდ აქტიური კონფლიქტის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„NATO-ს წევრობა ვერ შეაჩერებს ამ ომს, მაგრამ NATO-ს წევრობა შეაჩერებს შემდგომ ომებს. სწორედ ამიტომ, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა არის იმ მომენტამდე მისვლა, როდესაც უკრაინა გახდება NATO-ს წევრი“, - აღნიშნა კულებამ.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის უკრაინა ძალიან კარგად არის მომზადებული, თუმცა, ამის მიუხედავად, „ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ რა შედეგები მოჰყვება კონტრშეტევას".